ჩვენი გზამკვლევი ღირებულებები
ყოველდღე ცოტათი უკეთესი.
ჩვენი ხედვა
სტუმრებს ხარისხიანი და გულწრფელი მომსახურება შევთავაზოთ, სიახლეებს მივყვეთ და კმაყოფილება დასვენების ყოველ მომენტში ვაგრძნობინოთ. მენეჯმენტთან და გუნდთან ერთად ვმუშაობთ, რომ Nenessa-ში სახლის სიმყუდროვე იპოვოთ.
ჩვენი მისია
სასტუმროს შესაძლებლობებისა და მომსახურების მიდგომის შერწყმით სხვადასხვა ასაკისა და მოლოდინის სტუმრებს კომფორტული დასვენება შევთავაზოთ. ცვალებად საჭიროებებს მივყვეთ, განვვითარდეთ და ვიყოთ მისამართი, სადაც ყოველი ვიზიტისას ნდობით დაბრუნდებით.
პრინციპები, რომლებსაც ვაფასებთ
- მომსახურების ხარისხის მუდმივობა
- სტუმრების საჭიროებების ყურადღებით მოსმენა
- ჩვენი გუნდის სწავლება და განვითარება
- ხარისხიანი სამუშაო გარემო
- თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა
- ეფექტიანი და მზრუნველი მომსახურება
